არქივი19 იანვარი 2025, 00:57
რამდენ მილიონს მიიღებს მამუკა ჯუღელი ხვიჩას პსჟ-ში ტრანსფერის გამო

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი ნაპოლის ქართველი შემტევის სანაცვლოდ 70 მილიონს გადაუხდის. რაც შეეხება ხვიჩას, ის პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გავლენიანი იტალიური გამოცემა Areanapoli წერს, რომ ზემოთხსენებული 70 მილიონიდან მამუკა ჯუღელი და ხვიჩას მამა საკომისიოს სახით 2.8 მილიონს მიიღებენ და ეს თანხა მათ უნდა გაიყონ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.