– ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე დეტალურად ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს – როგორც არ უნდა გაანადგურონ შვეიცარიული ბანკები, ეს ადამიანი მათ ვერ გაიცნეს! – ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს უჩივლოს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ამ ადამიანმა სამშობლოსთვის თავი გადადო და ფულით შანტაჟი შედეგს ვერ მოიტანს“.
„ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ეს არის წმინდა წლის პოლიტიკური შანტაჟი.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა Deep State-ზე ისაუბრა, ამ თემაში უფრო ღრმად შევიდა, ქართული საზოგადოებისთვის თემა გაშალა და ბევრი დამატებითი დეტალი გახადა ცნობილი, გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია არაფრად ჩაეგდოთ, გაენადგურებინათ, ოღონდ საქართველო და დასაჯონ და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ. აქედან დასკვნის გამოტანა არავის გვიჭირს – მარტივი ამბავია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად