რამდენი ხანი იქნება ევროკავშირის კარი ღია საქართველოსთვის – პაველ ჰერჩინსკის პასუხი

ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ იმ შანსის დაკარვა, რომელსაც ახლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სახით აქვს, ისტორიული შეცდომა იქნება. ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შეეხებოდა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა იკითხა, „რამდენი ხანი იქნება ევროკავშირის კარი ღია საქართველოსთვის“ და „რამდენად ახლოს არის საქართველო იმ წერტილთან, როცა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის გაფართოებაში“?
„[ევროკომისარმა კოსმა] ახსენა ოთხი ქვეყანა კონკრეტული თარიღების მითითებით ევროკავშირის შემდგომი გაფართოების კონტექსტში. მას, სამწუხაროდ, არ უხსენებია საქართველო გაფართოების შემდეგი ეტაპის ფარგლებში.
თქვენი კითხვა იყო, არის თუ არა ძალიან გვიან. ჩემი პასუხია, არასდროს არის ძალიან გვიან.
მას შემდეგ, რაც ვიცხოვრე და გავიცანი ქართველები, მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება სურვილი, იქნება ამის მიღწევის საშუალება. რა გვაკლია ახლა?! – მზადყოფნა, სურვილი.
მე იმედი მაქვს, რომ კვლავაც არსებობს შანსი საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი შემდეგი გაფართოებით. იმ შემთხვევაშიც, თუკი ასე არ მოხდება იმ ტრაექტორიიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამად აიღო, შემდეგი გაფართოება არ იქნება უკანასკნელი გაფართოება.
ასე რომ, კვლავაც იქნება იმედი მომავალში. მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რა რთულად იბრძოლეს საქართველოს თაობებმა, რომ ამ მომენტისთვის მიეღწიათ. როგორ იბრძოდა საქართველოს მოსახლეობა, რომ გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
ამ შესაძლებლობის დაკარგვა იქნება შეცდომა“, – თქვა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”