საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას გადასცა ანგარიში 2025 წლის გაფართოების შესახებ

დღეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას გადასცა ანგარიში 2025 წლის გაფართოების შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ანგარიშში ასახულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო, აღნიშნულია უპრეცედენტო უკუსვლა გაწევრიანებისთვის საჭირო ფუნდამენტური პრინციპებისა და 9 ნაბიჯის მიმართებაში. მასში ასევე მკაფიოდ აღწერილია ის ქმედებები, რომელიც საჭიროა საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს დაუბრუნდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა