რამდენიმე რეგიონში საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრები ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ

რამდენიმე რეგიონში საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეები და წევრები პარტიის თავმჯდომარის, ს გადადგომას ითხოვენ.
თავდაპირველად, ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ და წევრებმა გამოაქვეყნეს, რის შემდეგაც, მათ განცხადებას ხობის, ჭიათურის, ამბროლაურის, ქუთაისის, კასპის, ახალციხის, მცხეთისა და ს საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ.
საკრებულოების განცხადებებში ნათქვამია, რომ პარტიაში დღეს არსებულ “კრიზისულ მდგომარეობაზე, დაპირისპირების გაღრმავებასა და უამრავ პრობლემაზე” პასუხისმგებლობა დღევანდელ მენეჯმენტს ეკისრება.
გარდა ამისა, საკრებულოების წევრები ითხოვენ, რომ უახლოეს პერიოდში მოიწვიონ ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.
განცხადებების თანახმად, საკრებულოების ფრაქცია ენმ-ის წევრები მიიჩნევენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა “ვერ აჩვენებს ღირსეულ შედეგს ლევან ხაბეიშვილის მართვის პირობებში”. ამასთან, აღნიშნულია, რომ “თავმჯდომარის მიერ შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებითა და გადადგომით, გაჩნდება ერთობამდე მისვლის შანსი”.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომა დღეს პარტიის წევრმა მაც მოითხოვა.
საკრებულოების წევრების განცხადების საპასუხოდ, ენმ-ის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში 2025 წლის იანვრამდე თავმჯდომარის არჩევნები არ იქნება.