ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რამდენია ვილი სანიოლის ხელფასი? - დეტალებზე კახა კალაძე საუბრობს

„მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ფეხბურთს ნაკრების მწვრთნელ, ვილი სანიოლიზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. კალაძეს ვალუტა არ დაუკონკრეტებია თუმცა თქვა, რომ სანიოლის თვიური ხელფასი 20 000-ია და ამ თანხად ქართველ მწვრთნელსაც ვერ იშოვიდა ნაკრები.
„რას ვაფასებ ამ ადამიანში - მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე, პირიქით. რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. 20 000-ია მისი ყოველთვიური ანაზღაურება. შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, ვინც ამ თანხად პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აიღებდა,“ - განაცხადა კახა კალაძე ვილი სანიოლზე.
47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2021 წლის თებერვლიდანაა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 33-დან 16 თამაში მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 12 დათმეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველომ, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.