კალაძე: შეიძლება გაგეცინოთ, სანიოლის ხელფასი რომ გითხრათ

„მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ფეხბურთს ნაკრების მწვრთნელ, ვილი სანიოლიზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. კალაძეს ვალუტა არ დაუკონკრეტებია თუმცა თქვა, რომ სანიოლის თვიური ხელფასი 20 000-ია და ამ თანხად ქართველ მწვრთნელსაც ვერ იშოვიდა ნაკრები.

„რას ვაფასებ ამ ადამიანში – მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე, პირიქით. რომ გითხრათ, რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. 20 000-ია მისი ყოველთვიური ანაზღაურება. შეიძლება, ქართველი მწვრთნელი ვერ გვენახა, ვინც ამ თანხად პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აიღებდა,“ – განაცხადა კახა კალაძე ვილი სანიოლზე.

47 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 2021 წლის თებერვლიდანაა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა 33-დან 16 თამაში მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 12 დათმეს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში საქართველომ, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც