რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ და ევროკავშირი

რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი თავდაცვა აქვს. “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება- იგივე სცენარია უკრაინის ომში, სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე”, ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ და ევროკავშირი
„ისრაელს-ირანს საერთო საზღვარი არა აქვთ და ამიტომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი არაპროპორციულად დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს (სინამდვილეში ამერიკას) ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აქვს. ამიტომ ამ “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება და პირველი მიიღებს კრიტიკულ ზიანს“- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პროფესორი აღნიშნავს, ამერიკელებმა ყველაფერი კარგად დაგეგმეს და შეასრულეს. ვითომ ისრაელის ხელით მოქმედება, ამერიკელებს სჭირდებათ იმისთვის, რომ ფორმალურად მომლაპარაკებელ მხარედ დარჩნენ.
„ისრაელს-ირანს საერთო საზღვარი არა აქვთ და ამიტომ სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. რაკეტების გაცვლა გამოცვლით ირანი არაპროპორციულად დიდ ზარალს ღებულობს, იმის გამო რომ ისრაელს (სინამდვილეში ამერიკას) ირანთან შედარებით გაცილებით უკეთესი საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა აქვს. ამიტომ ამ “გამოფიტვის” ომში ირანი პირველი გამოიფიტება და პირველი მიიღებს კრიტიკულ ზიანს. ამერიკელებმა ყველაფერი კარგად დაგეგმეს და შეასრულეს. ჩემი პროგნოზი იყო ორი კვირა და ამ პროგნოზს ჯერჯერობით არ ვცვლი.
ვითომ ისრაელის ხელით მოქმედება, ამერიკელებს სჭირდებათ იმისთვის, რომ ფორმალურად მომლაპარაკებელ მხარედ დარჩნენ. იგივე სცენარი არის უკრაინის ომში. სადაც ამერიკა იქნება “მომლაპარაკებელი მხარე” ხოლო ისრაელის ფუქციას შეასრულებენ უკრაინა და ევროკავშირი. ოღონდ რასაკვირველია ამ შემთხვევაში, ერთ-ორ კვირაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია 4-5 წელიწადზე, რადგან ბირთვული სახელმწიფოა და სცენარით ყველაფერი ნელა მიდის.“- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე