მედია: ირანის რაკეტების მოგერიებაში ისრაელს აშშ ეხმარება

Axios ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების მოგერიებაში ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება.
ირანმა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო იერიში წამოიწყო – ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მედიის ცნობით, ოპერაციას “სასტიკი სასჯელი” ეწოდება.
ამის პარალელურად, ისრაელმა საჰაერო განგაში გამოაცხადა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის ცაზე არსებული რკინის გუმბათის გარღვევა ამ დრომდე მხოლოდ ერთმა ბალისტიკურმა რაკეტამ შეძლო, რომელიც თელ-ავივში ჩამოვარდა.
ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აფეთქებების ხმები იერუსალიმშიც ისმის.
ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს ისრაელის არმიამ ირანში ბირთვულ ობიექტებს შეუტია. დარტყმულ სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო დონის სამიზნეები, მეთაურები, სამხედრო ობიექტები, შტაბ-ბინები და ბირთვული ობიექტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…