არქივი3 იანვარი, 2024, 13:28
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს ახალი იარაღის შექმნის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.
„უკრაინაზე უკანასკნელ თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან კონტრაბანდული კომპონენტებით ახალი იარაღი ვერ შექმნას და კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემით, რაც მას გამშვები და სამეთაურო ცენტრების განადგურების საშუალებას მისცემს“, - წერს სიკორსკი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.