რადოსლავ სიკორსკი – მივმართავ წარმომადგენელთა პალატას, კენჭი უყაროს უკრაინის დახმარების საკითხს – ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სანდოობას ცდის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მოუწოდა, კენჭი უყაროს კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
„კიდევ ერთხელ მივმართავ პირადად წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს. გთხოვთ, ნება მიეცით დემოკრატიას თავისი გზით იაროს. გთხოვთ, ეს საკითხი კენჭისყრაზე დააყენოთ“, – განაცხადა სიკორსკიმ ვაშინგტონში ვიზიტის დროს.
მისი თქმით, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, თუ როგორ იმოქმედებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და თუ აღნიშნულ კანონპროექტს არ მიიღებენ და უკრაინას ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, ამაზე პასუხისმგებელი ის იქნება.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეერთებული შტატების სანდოობას ცდის. ამასთან, მან დაგმო ის ფაქტი, რომ რუსეთი ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის იმპორტს ახორციელებს.
„ტერორისტებისა და დიქტატორების ამ ნაზავს ერთი რამ აერთიანებს: სიძულვილი ამერიკის, დასავლეთისა და დემოკრატიის მიმართ, სიძულვილი, რომელსაც შიში ასაზრდოებს. მათ სურთ აჩვენონ, რომ შეერთებული შტატები არის სუსტი, არაეფექტური და გაყოფილი და რომ ამერიკას არ შეუძლია იმოქმედოს ან იყოს სიკეთის ძალა მსოფლიოში“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება