რადიკალურ ოპოზიციას ცუდად აქვს საქმე, რადგან უკვე ევროპაშიც აღარ ენდობიან – გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას ცუდად აქვს საქმე, რადგან უკვე ევროპაშიც აღარ ენდობიან.
მისი განმარტებით, ევროპაში დაინახეს ვინ მუშაობს და ვინ ზარმაცობს პარლამენტში.
“რადიკალურ ოპოზიციას ცუდად აქვს საქმე, რადგან უკვე ევროპაშიც აღარ ენდობიან. ეს მათმა კოლეგებმაც დაადასტურეს. ევროპაში დაინახეს ვინ მუშაობს და ვინ ზარმაცობს პარლამენტში, ვინ იღვწის იმისთვის, რომ მუშაობის ხარჯზე ხალხმა იცხოვროს და ვინ იღვწის იმისთვის, რომ ხალხის ხარჯზე თვითონ იცხოვროს. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ შევასრულებთ ყველაფერს, რაც არის ჩვენი და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, ამასაც იგებს უკვე ევროკავშირი და ეს არ მოსწონს სწორედ ოპოზიციას. მე არ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ მოვიდნენ. მაინც ზარმაცები არიან, ისინი წინა საარჩევნოდ არ იმუშავებენ და ეს ჩვენთვის კარგია, რადგან აღარ აირჩევენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს