რაგბიზე დასწრების მსურველთათვის ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს
რაგბიზე დასწრების მსურველთათვის ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა, რაგბიზე დასწრების მსურველთათვის, 4 და 5 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს:მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.