ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“, ივლისში, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“, ივლისის თვეში, თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილებში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის“ სალაროებში, „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.