“ჟმოტი” ბიძინა ნანუკას როგორ შეარჩენდა ხალხის დახმარებას” – ხოშტარია

მილიარდერი ჟმოტი ბიძინა ნანუკას როგორ შეარჩენდა ხალხის დახმარებას – ასე ეხმაურება “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ნანუკა ჟორჟოლიანის პატიმრობას, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომეკსაც ჟორჟოლიანის ქალიშვილს უგზავნის.
“გილოცავ ნანუკას ნათლობას. მილიარდერი ჟმოტი ბიძინა ნანუკას როგორ შეარჩენდა ხალხის დახმარებას – წლების ბოღმა აქვს. ზუსტად ვიცი, ყოჩაღად იქნება. იქ რამდენს ილაპარაკებს, რამდენს დაგეგმავს, იზამს, ეგეც ვიცი. რომ გამოც აკოცე! უთხარი ჩემი კამერა ბევრად უკეთესია”, – წერს წერილში ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ტროტუარზე დგომის გამო ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამ დღიან პატიმრობაში გაუშვეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.