მედია: 2028 წელს ჩატარდება – როგორ გეგმავს „ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას (ვიდეო)

კიდევ ოთხი წელი ხელისუფლებაში და მმართველობის სადავეებთან გატარებული ორი ათწლეული — „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარს ნაადრევად იწყებს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური და სოციალური განწყობები იცვლება, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული პარტია დარწმუნებულია, რომ ძალაუფლებას კიდევ ერთი ვადით შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდი ყველა სახელმწიფო უწყებაზე კონტროლის ჯამში 20 წლით გახანგრძლივებას გეგმავს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები სადავოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ნაწილისთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვისაც. ლეგიტიმაციის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის გუნდმა უკვე ორ წელზე მეტია ვერ დაძლია. ოპოზიციაში აცხადებენ — თუ ივანიშვილის პარტიას ასეთი მყარი რწმენა აქვს, რომ მათ ზურგს ხალხის უმრავლესობა უჭერს, მაშინ გაუგებარია, რატომ არ ნიშნავენ ხელახალ არჩევნებს, რომლის მიმართაც საზოგადოებრივი ნდობა გაჩნდება და დღის წესრიგიდან ყველა აქტუალური კითხვა მოიხსნება.