ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟან-ნოელ ბარო - ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ

ჟან-ნოელ ბარო - ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ

ეუთო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ , - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პატივი უნდა სცეს ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
“ეუ თო/ოდირის დასკვნები ადასტურებს საფრანგეთის შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც ცოტა ხნის წინ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
მოველით, რომ ოფიციალური პირები დარღვევების შესახებ ცნობებს გამოიძიებენ. ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ პლურალიზმს პატივი უნდა ეცეს თუ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნება სურს,” - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.