ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას“ – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

„ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას“ – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ-ბარო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც საპარლამენტო არჩევნები სულ ახლახანს ჩატარდა. ველით, რომ ხელისუფლება დარღვევების ბრალდებებს გამოიძიებს. თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი უნდა სცეს“, – წერს მინისტრი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.