პუტინს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში გამოშვებულ პირველ მონეტას გადასცემენ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ პირველ სამახსოვრო მონეტას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადასცემენ. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში მონეტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რაზეც „ეხო კავკაზა“ წერს.
25 სარინის მონეტაზე გამოსახულია 2 ჯარისკაცი ოსეთიდან და რუსეთიდან, რომლებიც ერთმანეთს ხელს ართმევენ. ერთი წარწერა არის ოსურად და ითარგმნება, როგორც „სიძლიერე სიმართლეში“, მეორე წარწერა რუსულად არის დატანილი და წერია – „გამარჯვებისთვის“.
„[მონეტა] განსაკუთრებული ღირებულების მქონეა, ის განასახიერებს რუსი და ოსი ჯარისკაცების სამხედრო ძმობას, ისტორიულ და სულიერ კავშირს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, – თქვა გაგლოევმა პრეზენტაციაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ