ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში გამოშვებულ პირველ მონეტას გადასცემენ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ პირველ სამახსოვრო მონეტას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადასცემენ. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში მონეტის პრეზენტაციაზე განაცხადა, რაზეც „ეხო კავკაზა“ წერს.

25 სარინის მონეტაზე გამოსახულია 2 ჯარისკაცი ოსეთიდან და რუსეთიდან, რომლებიც ერთმანეთს ხელს ართმევენ. ერთი წარწერა არის ოსურად და ითარგმნება, როგორც „სიძლიერე სიმართლეში“, მეორე წარწერა რუსულად არის დატანილი და წერია - „გამარჯვებისთვის“.

„[მონეტა] განსაკუთრებული ღირებულების მქონეა, ის განასახიერებს რუსი და ოსი ჯარისკაცების სამხედრო ძმობას, ისტორიულ და სულიერ კავშირს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, - თქვა გაგლოევმა პრეზენტაციაზე.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.