პუტინმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა

ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ამის შესახებ პუტინმა კრემლში, სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
ცერემონიის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი „რუსეთის გმირის წოდებით დაჯილდოებულ პირებს ესაუბრა, რა დროსაც დონეცკში რუსეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, არტემ ჟოგამ პუტინს არჩევნებში მონაწილეობის მიღება სთხოვა, რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ ის აპირებს მონაწილეობის მიღებას.“
სთვის ეს უკვე მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.