პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას

ს მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ მან კრემლში გამართული დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.
სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია “რია” წერს, რომ პუტინმა “სპეცოპერაციის” მონაწილეს, ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის “გმირს” არტიომ ჟოგს უთხრა, რომ ამ თემაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრი ჰქონდა.
“დიდი მადლობა, არ დავმალავ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა აზრები მქონდა, მაგრამ ახლა, მართალი ხართ, დროა, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მე ვიყრი კენჭს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე”, – თქვა პუტინმა.
რუსეთში არჩევნები 17 მარტსაა ჩანიშნული. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში 15-დან 17 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს – 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით კი მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.