ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინმა შოიგუ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გადაიყვანა და ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლა

12 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კაბინეტში ცვლილებების შეტანა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სერგეი შოიგუ ჩაანაცვლა.
თავად შოიგუ პუტინმა, ნიკოლაი პატრუშევის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მის ადგილზე, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციაზე გადაიყვანა, ხოლო შოიგუს თანამდებობაზე პუტინმა ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წარადგინა.
ამავე დღეს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის გადაწყვეტილებით თავდაცვის მინისტრის თანამდებობა სამოქალაქო პირს გადასცა, რადგან თავდაცვის სამინისტრო "ინოვაციებისა და თანამედროვე იდეებისთვის" ღია უნდა იყოს, რისთვისაც, პესკოვის თქმით, ბელოუსოვის კანდიდატურა შესაფერისია. ბელოუსოვს მანამდე რუსეთის პრემიერმინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.