ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა წარადგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, – ინფორმაციას რუსული მედია ფედერაციის საბჭოს „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა.
„ფედერაციის საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურები რიგი ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე: თავდაცვის მინისტრის პოსტზე – ანდრეი რემოვიჩ ბელუსოვის კანდიდატურა”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ბელუსოვს მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვლადიმერ კოლოკოლცევის კანდიდატურა შესთავაზა, სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად – ალექსანდრე კურენკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე – , იუსტიციის მინისტრად – კონსტანტინ ჩუიჩენკო, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის პოსტზე – სერგეი ნარიშკინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად – ალექსანდრე ბორტნიკოვი, ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე – ვიქტორ ზოლოტოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად – დიმიტრი კოჩნევი.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა