პუტინმა რუსეთში უვიზოდ შემსვლელი საქართველოს მოქალაქეების სია გააფართოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საკუთარი განკარგულების საფუძველზე, გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და რუსეთიდან გასვლის პროცედურა. პრეზიდენტის ბრძანება № 873 სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი გავრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ჩადიან „შრომითი საქმიანობისთვის 90 დღეზე მეტი ვადით დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“. მანამდე საქართველოს მოქალაქეების ამ კატეგორიას რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლება არ ჰქონდა.
პუტინის ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ კატეგორიაში ხვდებიან, რუსეთში შესვლა შეეძლებათ „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, დიპლომატიური პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, მეზღვაურის მოწმობის, საქართველოში დაბრუნების დამადასტურებელი მოწმობის) საფუძველზე”.
პუტინისვე განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი რუსეთმა კიდევ უფრო ადრე, 2023 წლის 15 მაისს გააუქმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო