პუტინი 22 ნოემბერს ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას G-20-ის შეხვედრაში
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 22 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს დიდი ოცეულის (G20) ლიდერების ვირტუალურ სამიტში - მას შემდეგ, რაც მან კვლავ უარი განაცხადა პირადად მონაწილეობაზე სექტემბერში, ინდოეთში გამართულ სამიტში, იუწყება რუსეთის ტელევიზია.
2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრის შემდეგ, პუტინს პირადად მონაწილეობა არ მიუღია G20-ის ყოველწლიურ შეხვედრებში.
22 ნოემბრის ვირტუალური შეხვედრის მიზანი იქნება სექტემბრის სამიტის შედეგებზე მუშაობა - ამბობს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი 18 ნოემბრის განცხადებაში. ინდოეთი დიდი ოცეულის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.