არქივი20 ნოემბერი, 2023, 15:25
ვლადიმერ პუტინი პალესტინა-ისრაელის საკითხზე BRICS-ის ქვეყნების ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ვლადიმერ პუტინი სამშაბათს BRICS-ის ქვეყნების ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
„21 ნოემბერს, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის განსახილველად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი BRICS-ის საგანგებო სამიტში (ვიდეოკონფერენციის საშუალებით) მიიღებს მონაწილეობას“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, სირილ რამაფოზა უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეშიც მიიღებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.