არქივი17 აგვისტო, 2024, 09:38
პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში სახელმწიფო ვიზიტით ჩავა.
როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, ვიზიტის შედეგად იგეგმება სახელმწიფო მეთაურების ერთობლივი განცხადების მიღება, ასევე მთავრობათაშორისი და სხვა დოკუმენტების ხელმოწერა.
„მოლაპარაკებების მსვლელობისას განხილული იქნება რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის, ურთიერთობებისა და მოკავშირეობის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე აქტუალური საერთაშორისო და რეგიონალური პრობლემები“, - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.