ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანს ეწვევა

16 აგვისტოს კრემლის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე სახელმწიფოს მეთაურები განიხილავენ მოსკოვსა და ბაქოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სამომავლო განვითარებას, სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის შედეგების მიხედვით ხელი მოეწერება სამთავრობათაშორისო შეთანხმებებს.
აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით მოსკოვს ეწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.