არქივი14 იანვარი, 2024, 10:52
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი 15-17 იანვარს რუსეთს ეწვევა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიწვევით განხორციელდება.
ცნობისთვის, ოქტომბერში ლავროვი ფხენიანს ეწვია. ვიზიტი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლის იუბილის აღსანიშნავად შედგა. ლავროვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მიიღო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.