პუტინი ბაქოში – მას ალიევმა და მისმა ცოლმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19 აგვისტოს გვიან ღამით ბაქოს ეწვია, სადაც მას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა ცოლმა, ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ ქალაქგარეთ რეზიდენციაში არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. შესაბამის ფოტომასალას აზერბაიჯანული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს, 19 აგვისტოს დაიწყება და მხარეები გაფართოებულ ფორმატებში რეგიონის პრობლემებზე, განსაკუთრებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრებენ.
ოფიციალური ინფორმაციითვე, ვიზიტის დროს ქვეყნის ლიდერები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ და სხვადასხვა, მათ შორის ენერგეტიკისა და სავაჭრო სფეროებში სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტებს მოაწერენ ხელს.
2024 წელს ეს ალიევისა და პუტინის რიგით მესამე ოფიციალური შეხვედრაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.