პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალიევმა პუტინი ბაქოში “მერსედესით” გაასეირნა – მედია

პუტინის ბაქოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტი პირადად გაასეირნა ბაქოს “თეთრ ქალაქში” “მერსედესით”, – წერენ რუსული და აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები და ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ.
ვლადიმერ პუტინმა ბაქოში პირდაპირი და გაფართოებული შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობასთან. ოფიციალური ცნობით, ვიზიტის ფარგლებში რიგი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო და განათლების სფეროებში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.