ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი არჩევნებს რეკორდული პროცენტით იგებს. დასწრებაც სარეკორდოდ მაღალია

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პანფილოვას თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა ამ ეტაპზე ხმათა 87,5% პროცენტი მიიღო.
ხმების წინა რეკორდი პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაამყარა. მაშინ მან 77 %-ით გაიმარჯვა.
კომუნისტ ნიკოლაი ხარიტონოვს ხმათა 4.04% აქვს, პარტია "ნოვიე ლიუდის" (ახალი ხალხის) წევრ ვლადისლავ დავანკოვს - 3.99%, ლიბერალ-დემოკრატ ლეონიდ სლუცკის კი - 3.08%.

ხმის მიცემა გაიმართა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში პუტინს 95 % აქვს, ხერსონის ოლქში - 88 %, ზაპორიჟიაში კი - 92 %.
დასავლეთის ქვეყნები არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ ადგილობრივებს აიძულებდნენ საარჩევნო უბნებზე მისულიყვნენ.
რუსეთის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩვენებზე დასწრება 70%-მდე არასდროს ასულა. რეკორდი არაერთმა რეგიონმა მოხსნა.
მაგალითად, ჩეჩნეთში საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის 96 % მივიდა. აქედან დათვლილია თითქმის 3%. პუტინმა ხმათა 99.28% მიიღო.
ოფიციალური გამარჯვების შემდეგ, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით, 2030 წლამდე გახდება. 2030 წელს მას კვლავ შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა, რუსეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების ფონზე.
დაწერეთ კომენტარი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.