დევიდ კამერონი: პუტინი იქცევა ისე, როგორც ჩვენი დროის სტალინი
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი რუსეთის ფედერაციაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იოსებ სტალინს შეადარა.
კამერონის თქმით, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ შეიძლება სამართლიანი და თავისუფალი ეწოდოს.
„ასე არ უნდა გამოიყურებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” - აცხადებს კამერონი.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემის ორგანიზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მშვიდობისკენ მიმავალი გზით.
„ის {პუტინი} იქნება ხელისუფლებაში თითქმის იმდენ ხანს, როგორც დიქტატორი იოსებ სტალინი. პუტინი იქცევა ისე, როგორც ჩვენი დროის სტალინი, - აცხადებს კამერონი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.