ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი - არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ - ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

პუტინი - არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ -  ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის პედაგოგიურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა მას თეთრი დათვები და შემდგომ ახსენა, რომ ვეშაპები თავს ესხმიან დათვებს. ამის შემდეგ მან ეს მაგალითი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დააკავშირა.

„იქ მახლობლად ცელნამგალა ვეშაპები ცხოვრობენ. ისინი მაგ დათვებს ჭამენ, როგორც არაფერი. კი, უბრალოდ თავს ესხმიან ასეთი ხროვით - ბუმ! - და გლეჯენ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. კი-კი-კი, ასეთი კვებითი ჯაჭვია.

ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას [უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს],” - განაცხადა პუტინმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.