არქივი21 მარტი, 2025, 17:38
პუტინის ყოფილი თანაშემწე სურკოვი: რუსეთი ყველა მიმართულებით გაფართოვდება, იმდენად, რამდენადაც ამას ღმერთი ინებებს

პუტინის ყოფილი თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი: „რუსეთი ყველა მიმართულებით გაფართოვდება, იმდენად, რამდენადაც ამას ღმერთი ინებებს.“
სურკოვის თქმით, რუსეთი გააგრძელებს საზღვრების „ყველა. მიმართულებით“ გაფართოებას და თავისი გავლენის გაძლიერებას სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის გზით.
ჩვენი გავლენის მასშტაბი რეგიონიდან რეგიონამდე მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ არასდროს არის ნულის ტოლი. ამიტომ, ჩვენ ყველა მიმართულებით გავფართოვდებით, იმდენად, რამდენადაც ღმერთი ინებებს და რამდენად ძლიერები ვიქნებით. მთავარი ისაა, რომ ზომას არ გადავაჭარბოთ და ზედმეტად დიდი ნაჭერი არ მოვიტეხოთ,“ – განაცხადა სურკოვმა ფრანგულ გამოცემა L’Express-თან ინტერვიუში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.