არქივი20 თებერვალი 2026, 15:14
პუტინის მტკიცებით, დასავლური სასამართლოები აჩვენებენ, რომ "რუსული იურისდიქცია" უპირატესია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ დასავლური სასამართლოების გამოცდილება აჩვენებს "რუსული იურისდიქციის" უპირატეს ხარისხს.
“სხვათაშორის, თქვენი კოლეგები იქ, საზღვარგარეთ, ძალიან კარგ მიზეზს იძლევიან, რომ ხაზი გავუსვათ რუსეთის იურისდიქციის ხარისხს. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც თავის დროზე ამ სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას ნდობას უცხადებდნენ, საპირისპირო დაამტკიცეს,” - მიმართა პუტინმა მოსამართლეებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ყოველწლიურ შეხვედრაზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.