ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“პუტინთან მეგობრობით ტრაბახობდა, მაგრამ პუტინთან სიახლოვემ ვერ უშველა”– აშშ–ის მიერ დასანქცირებულ ევგენია გუცულს 7 წელი მიესაჯა

“პუტინთან მეგობრობით ტრაბახობდა, მაგრამ პუტინთან სიახლოვემ ვერ უშველა”– აშშ–ის მიერ დასანქცირებულ ევგენია გუცულს 7 წელი მიესაჯა

მოლდოვაში დაკავებულ პრორუსული გაგაუზიელი სეპარატისტების ლიდერს ევგენია გუცულს 7 წელი ციხე მიესაჯა. მას 2022 წლიდან რუსეთიდან უკანონო ფინანსების მიღება და აკრძალული რუსული პარტიის დაფინანსება ედება ბრალად.
გაგაუზია თითქმის სრულად რუსიფიცირებული თურქული წარმოშობის ხალხისაგან დასახლებული ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც რუსეთის დახმარებით 1990-იან წლებში ღია სეპარატიზმით იყო დაკავებული და დღემდე რუსეთის მთავარი საყრდენია მოლდოვაში. არადა ევგენია გუცული პუტინთან მეგობრობით ტრაბახობდა, მაგრამ პუტინთან სიახლოვემ ამჯერად მას ვერ უშველა. გუცული აშშ-ს მიერ სანქცირებულიცაა.
მოლდოვაში წინა წელს საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირის რეფერენდუმში რუსეთი დამარცხდა. გაგაუზია და დნესტრისპირეთი რუსული დაფინანსებისა და მოსყიდვის მთავარი წყარო იყო. მაშინ მოლდოვა გადარჩა, ძირითადად ემიგრანტების ხმებით, მაგრამ მოლდოვას კიდევ ერთი და უმთავრესი გამოწვევა წელს ექნება. 28 სექტემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ღიად პრო-რუსი კომუნისტების დიდი გაერთიანება მაია სანდუს პარტიას დაუპირისპირდება. ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაა, თუმცა პრეზიდენტს უჩვეულოდ დიდი პოლიტიკური წონა აქვს. მოლდოვაში რუსების მარცხის შემთხვევაში პროცესები დამაიმედებლად გამვითარდება. მაგრამ ამის საპირისპიროდ თუკი მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში რუსული ძალები გაიმარჯვებენ, ქვეყანა დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებას დაიწყებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.