არქივი24 ოქტომბერი, 2025, 18:27
„პუბლიკის“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი გაათავისუფლეს

გამოცემა „პუბლიკის“ ინფორმაციით, მათი ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი, რომელიც დღეს პოლიციამ დააკავა, უკვე თავისუფალია.
როგორც „პუბლიკა“ წერს, ჟურნალისტი სახლთან მაშინ დააკავეს, როდესაც ის ტაქსიში ჯდებოდა. მათივე ინფორმაციით, ორმა პოლიციელმა ის პატრულის ავტომობილში ჩასვა, საბუთები მოსთხოვა და საიდენტიფიკაციო მონაცემებიც გადაამოწმა. ჟურნალისტმა მათ სამსახურებრივი ბარათიც წარუდგინა.
„პუბლიკის“ ცნობით, დაახლოებით 40-წუთიანი გამოკითხვის შემდეგ, მგალობლიშვილი პოლიციამ ისევ სახლთან მიიყვანა და უთხრა, რომ სხვაში შეეშალა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.