“პუბლიკის” თანახმად, ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი გაათავისუფლეს

„პუბლიკის“ თანახმად, ჟურნალისტი მამუკა (ბასტი) მგალობლიშვილი მალევე გაათავისუფლეს.
როგორც ონლაინგამოცემა წერს, ბასტი მგალობლიშვილი სახლთან, ტაქსიში ჩაჯდომისას დააკავეს. მისი მონათხრობის მიხედვით, ორმა პოლიციელმა მანქანაში ჩაისვა. ეკითხებოდნენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, აზუსტებდნენ, იყო თუ არა მამუკა მგალობლიშვილი. ჟურნალისტმა მათ წარუდგინა სამსახურებრივი პრესბარათიც.
“ბასტი მგალობლიშვილი, დაახლოებით, 40 წუთი ჰყავდათ მანქანაში უკანონოდ დაკავებული. ამის შემდეგ კი ის სახლამდე მოიყვანეს და უთხრეს, რომ სხვაში შეეშალათ”, – წერს “პუბლიკა”.
გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ „დაკავებული არც ყოფილა, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, არც არსად გადაუყვანიათ, გადაამოწმეს და წავიდა თავის გზაზე. მის მიმართ სამართალწარმოებაც არ არის, რომ ყოფილიყო, გააცნობდნენ ადგილზე შესაბამისად.“
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”