ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს

პსჟ „ასტონ ვილას“ 23 წლის შემტევი ნახევარმცველით, ბრენდან როჯერსით დაინტერესდა, - იტყობინება „ტელეგრაფი“.
გამოცემის ცნობით, „ასტონ ვილა“ როჯერსის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს მოითხოვს. ამ თანხის 20% ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა „მიდლსბრომ“ უნდა მიიღოს, რომლისგანაც ის 2024 წელს 15 მილიონ ფუნტად შეიძინა.
როჯერსმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 31 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბირმინგემელებთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 80 მილიონი ევროა.
ბრენდანს ინგლისის ნაკრებში 12 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი. მისი დამატების სურვილი აგრეთვე რამდენიმე ინგლისურ კლუბს აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.