ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება

Sky-ის ინფორმაციით, "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნიუკასლის" 25 წლის ინგლისელი თავდამსხმელის ენტონი გორდონის შეძენას აპირებს და ის მიუნხენური გრანდის მთავარი სამიზნეა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, "რეკორდმაისტერს" ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერი დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდება.
ფეხბურთელის სამსახურით "არსენალი" და "ბარსელონაც" არიან დაინტერესებულნი, მაგრამ "ბაიერნმა" ინგლისელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
გორდონი "ნიუკასლის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს. მას "კაჭკაჭებთან" კონტრაქტი 2030 წლის 1 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მან 46 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.