პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური

პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური
დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამთავრობო გუნდის ყველა წევრი პროფესიონალიზმით და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული დღეს სამთავრობო გუნდის სახით და ამაში ვგულისხმობ ყველაფერს. ვგულისხმობ პროფესიონალიზმსაც. პროფესიონალებისგან შედგება დღეს ჩვენი სამთავრობო გუნდი ყველა მიმართულებით, როგორც ძალოვანი ბლოკი, იგივე ეკონომიკური ბლოკი, სოციალური მიმართულება, უკლებლივ ყველა არიან პროფესიონალები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ხშირად ვაკეთებ აქცენტს, ისინი არიან კეთილსინდისიერი ადამიანები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიონალიზმი, რადგან პროფესიონალმა შეიძლება ბევრი რამე კიდევ უარესად გააფუჭოს, თუ არის არაკეთილსინდისიერი. მაგრამ თუ კეთილსინდისიერი ხარ, პროფესიონალიზმსაც ნელ-ნელა აკრეფ. ამიტომ, ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ კეთილსინდისიერებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ეს გუნდი გამოირჩევა სწორედ კეთილსინდისიერებით. კონკრეტულ პრინციპებს მიჰყვებიან ეს ადამიანები და ეს არის ის, რასაც ვგულისხმობდი. საკადრო ცვლილებებმა მოგვცა გუნდის ეფექტიანად ჩამოყალიბების საშუალება. დღეს არის ძალიან სტაბილური გუნდი და შესაბამისად, არავითარ ცვლილებებს ჩვენ არ ველოდებით, რასაც არ ვამბობდი ხოლმე ადრე. დღეს შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გუნდი არის სტაბილური და შესაბამისად, სამთავრობო გუნდში საკადრო ცვლილებებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში