ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ – პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს

ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ – პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს
ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა, ვინც მიდიოდა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე, არა მხოლოდ კარგად იცოდა ყველამ სად მიდიოდა, არამედ ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა 30 სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს ეს ხალხი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
გიორგი გრძელიშვილის განცხადებით, აქციის თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა თუ სად მიდიოდა 4 ოქტომბერს, შესაბამისად მათი მცდელობები თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა არ მოხდება, რადგან კანონის წინაშე ყველა მათგანი აგებს პასუხს.
„მე შემიძლია წაგიკითხოთ რამდენიმე ამონარიდი, მაგალითად 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა ასეთი რამ – „ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, განსაკუთრებით აქციაზე წამსვლელი ხალხი მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას“. ისევ „მე მინდა უბრალოდ ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება.“ ისევ პრემიერ-მინისტრი, ეს არის უკვე 3 ოქტომბერი – „გავაფრთხილოთ ყველა ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა“.
ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება: „ვინმეს არ წაუცდეს ხელი იმ კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი იმ კანონზე, აპირებენ პროვოკაციებს და უნდა იცოდეს ყველამ, რომ ამ პროვოკაციას მოჰყვება კანონისმიერი პასუხი“. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ, პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს“,- განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი