პროკურატურა: ხაბეიშვილის ტელეფონის დათვალიერება არც გვიცდია

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის ექსპერტიზა ჯერ არ არის დანიშნული და შესაბამისად ტელეფონი ჯერ არ დაუთვალიერებიათ.
პროკურატურა წერს, რომ ამ განცხადებით პასუხობს „მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, პროკურორმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გახსნა ვერ მოხერხდა.“
განცხადებაში ნათქვამია, რომ პროკურორმა „განმარტა პროცედურა და ტექნიკური დეტალები, რომ ზოგადად „IPhone“-ს მოდელის ტელეფონები რიგ შემთხვევაში შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას.“
„რაც შეეხება პროკურორის კომენტარის არასწორ ინტერპრეტაციას, იგი ემსახურება საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბს დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა დანაშაულს ედავება – საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის შეთავაზებას და მოწოდებებს ხელისუფლების დამხობისკენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ და თვლიან რომ ეს დაკავება 4 ოქტომბერს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”