,.შეიძლება ხაბეიშვილის მობილური საერთოდ ვერ გაიხსნას, მოგეხსენებათ “აიფონებს” აქვთ ეგ ფუნქცია“ – პროკურორი

პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის მობილურს ამ ეტაპზე ვერ ხსნის – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მობილური აპარატი ჯერ არ დათვალიერებულა და შესაძლოა, ტელეფონის დაცვის ფუნქციის გამო, ვერც გაიხსნას:
,,ჯერ ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერება ასე სწრაფად ვერ მოხდება, იმიტომ, რომ დასანიშნია ექსპერტიზა. თუ გაინტერესებთ პროცედურულად შეიძლება ეგ მობილური ტელეფონი საერთოდ ვერ გაიხსნას, მოგეხსენებათ “აიფონებს” აქვთ ეგ ფუნქცია.
ყოველ შემთხვევაში, როგორც შესაძლო ნივთმტკიცება, ეს ტელეფონი მნიშვნელოვანი იყო. შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერც გაიხსნას, მე ვერც გიდასტურებთ, ვერც გამოვრიცხავ. არსებობს ხანდახან შემთხვევა, როდესაც ტელეფონის გახსნა ვერ ხდება”,- განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”