არქივი1 აპრილი, 2025, 20:53
პროკურატურამ ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე მიმართა და პროცესი საქალაქოში ხვალ, 13 საათისთვის ჩაინიშნა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
13:00 საათი, თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: არსენ კალატოზიშვილი”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.