პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ ძლიერი საქართველოს ლიდერს მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რომელიც ქათული ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას შეეხება.
მამუკა ხაზარაძე ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ არ ცნობს არც პარლამენტს და არც საგამოძიებო კომისიას, რომელსაც ანტიეროვნული უწოდა. მისი თქმით, საქართველო მძიმე კრიზისშია და ბრძოლას მშვიდობიანი გზებით გააგრძელებს.
ქართული ოცნების არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.