პროკრემლისტი ბლოგერი, ილია რემესლო, რომელმაც მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინაში მიმდინარე ომი გააკრიტიკა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს

პროკრემლისტი ბლოგერი, ილია რემესლო, რომელმაც მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინაში მიმდინარე ომი გააკრიტიკა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს. ინფორმაცია Reuters-ს ფსიქიატრიულის თანამშრომელმა დაუდასტურა.
რემესლომ ბლოგერის კარიერა პუტინის კრიტიკოსების ლანძღვითა და მათ წინააღმდეგ ჩვენებების მიცემით შექმნა, თუმცა 17 მარტის ღამით მან საკუთარ Telegram-არხზე გამოაქვეყნა პოსტი სათაურით: “ხუთი მიზეზი, რის გამოც ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა შევწყვიტე”.
მან განაცხადა, რომ უკრაინაში მიმიდინარე ომი “ჩიხშია შესული”. რემესლომ ასევე დაწერა, რომ პუტინის ომმა მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა და რუსეთის ეკონომიკა დააზიანა, რაც მოქალაქეების კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახა.
“ვლადიმირ პუტინი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინი უნდა გადადგეს და უნდა გასამართლდეს როგორც ომის დამნაშავე და ქურდი” – დაწერა რემესლომ თავის პოსტში.
მოგვიანებით, 19 მარტს სანქტ-პეტერბურგში დაარსებულმა გაზეთმა Фонтанка-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რემესლო ქალაქის მესამე ფსიქიატრიულ საავადმყოფო იყო გადაყვანილი.
ეს ინფორმაცია ქალმა, რომელმაც უპასუხა საავადმყოფოს ტელეფონის ნომერს, Reuters-ს დაუდასტურა. მან სააგენტოს განუცხადა, რომ დაწესებულებაში ნამდვილად იყო მიღებული კაცი, რომლის სახელი, მამის სახელი და გვარი ემთხვეოდა რემესლოსას.
საავადმყოფოს თანამშრომელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილა, განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, როდის და რა საფუძვლით მოათავსეს რემესლო დაწესებულებაში.
რემესლო, 42 წლის იურისტი და კრემლის მიერ კონტროლირებული საკონსულტაციო ორგანოს ყოფილი წევრი, წარსულში მკაცრად აკრიტიკებდა გარდაცვლილ რუს ოპოზოციონერს, ალექსეი ნავალნის და მის წინააღმდეგ არაერთი ჩვენება ჰქონდა მიცემული

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს