პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს” უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ბესიკ მეურმიშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი”, – წერია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 2001–2013 წლებში ბესიკ მეურმიშვილი მუშაობდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ამ პერიოდში, მას დაკავებული ჰქონდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის პოზიციები.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო